Saturday, October 20, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება:  „ალკოჰოლი, რისკები და მისი აცილების გზები.“



პროექტის მთავარი იდეა: პროექტი მოსწავლეებს დაეხმარება განხორციელების პროცესში ნახონ როგორი იყო წინათ ღვინის კულტურა საქართველოში და რა ფუნქცია შეიძინა ალკოჰოლმა დღეს, რა რისკები ახლავს მის მოხმარებას.

პროექტის აქტივობა: ამ პროექტით მოსწავლეები შეძლებენ ალკოჰოლის მანე ზემოქმედებაზე გაიღრმავონ ცოდნა

პროექტის მიზანი: მოსწალებში მიზნის დასახვის, რესურსების მოძიების, პრობლემის გადაჭრის გზების უნარ-ჩვევების გამომუშავება ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად.

შეფასების საგანი და პროცედურები: ინფორმაციის მოძიება, ორგანიზება, პრეზენტაცია. შეფასებას ვახდენ წინასწარ შერჩეული სქემის მიხედვით.

მასალა და რესურსები: ბიბლიოთეკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ექიმი, ალექსანდროვის ფურცელი, მარკერები,ფოტოაპარატი, ადამიანები.

მოსწალეთა ასაკი: 15 წელი.

პროექტის ვადა: 10 დღე.

პროექტის მსვლელობა.

საფეხური 1.  გავაცანი მოსწავლეებს პროექტის თემა.

საფეხური 2.  გამოვყავი მოსწავლეთა რამდენიმე ჯგუფი, ჯგუფებმა გადაინაწილა დავალებები და ჩამოაყალიბეს სამუშაო გეგმა.

საფეხური 3.  ჯგუფებში მოხდა მოვალეობების გადანაწილება.

საფეხური 4.  ჯგუფები ცალ-ცალკე იძიებენ ინფორმაციას ალკოჰოლის რაობაზე, როგორი იყო წარსულში საქართველოში სუფრის ადათ-წესები და ალკოჰოლის მოხმარება.  როგორია მისი გამოყენება დღეს, რა შედეგები შეიძლება მოყვეს მის ხანგრძლივ გამოყენებას. 
ექიმისგან იღებენ კონსულტაციას დაავადება ალკოჰოლიზმზე.

საფეხური 5.  მოსწავლეები ახდენენ მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაციას.

საფეხური 6.წარმოდგენილი ინფორმაციის შემდეგ ქმნიან ბანერებს ალკოჰოლის მავნებლობაზე და ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესზე.

საფეხური 7.  ვახდენ შეფასებას.

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: 
ბიოლოგია VIII. 9

 ბიოლ.VIII.9.  მოსწავლეს  შეუძლია გააანალიზოს ადამიანისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.
    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·    აღწერს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისათვის და  განსაზღვრავს მის როლს სხვადასხვა დაავადების რისკის შემცირებაში;
·      მოიპოვებს ინფორმაციას და აანალიზებს თამბაქოს წევის და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მავნე გავლენას ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის ფუნქციონირებაზე;
·         გეგმავს და მონაწილეობს სასკოლო პროექტებში (მაგ., ”თამბაქოს მოხმარება თანატოლებში, რისკები და მისი აცილების გზები”)  ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად;
·         აღწერს პირადი ჰიგიენისა და სანიტარული პირობების მნიშვნელობას ინფექციური დაავადებების (მაგ.,  შიდსი, ტუბერკულოზი) და მათი გავრცელების პრევენციის საკითხებში.


პროექტის ხელმძღვანელი: თამარ გობრონიძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: gobronidzetamar@gmail.com

ბლოგი: Gobronidzetamar.blogspot.com